საქსტატმა ენერგეტიკის სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია გამართა. ენერგეტიკული ბალანსის მოდული მოიცავს მონაცემებს, როგორც ენერგორესურსების ტიპების, ასევე ენერგეტიკული ნაკადების შესახებ.
მოკლევადიან მოდულში თავმოყრილია ელექტრო ენერგიისა და ბუნებრივი გაზის ნახევარწლიური ფასები. მომხმარებლებს საშუალება აქვთ ენერგეტიკული ნაკადების გრაფიკები და ბალანსის მონაცემები ცხრილის ფორმატში იხილონ.