"ლელო-ძლიერის საქართველოს" საერთაშორისო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, მათთვის მთავარია დემოკრატიული ძალების გამარჯვება და "ქართული ოცნების" დამარცხება.
მისი განმარტებით, მათი მიდგომაა ყველანი ერთად, ერთობლივი ძალებით, საერთო კანდიდატებით, საერთო მერებით, საერთო რესურსით.
როგორც გეგელიამ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა, მათ ძალიან კარგად აქვთ გააზრებული, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ არის ის ინსტრუმენტი და ბერკეტი, რომლითაც შეიცვლება ეროვნული ხელისუფლება, თუმცა შსაძლოა, ეს იყოს შესაძლებლობა ოპოზიციისთვის ხელისუფლების შცვლის საბოლოო მიზნისთვის.
"ლელოს" თავისი შანსი ყოველთვის ექნება, მაგრამ ეგ არ არის ჩვენთვის მთავარი. ჩვენთვის მთავარია გამარჯვება, დემოკრატიული ძალების გამარჯვება და "ქართული ოცნების" დამარცხება. ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ არის ის ინსტრუმენტი და ბერკეტი, რომლითაც ცვლი ეროვნულ ხელისუფლებას. ყველანი ერთად, ერთობლივი ძალებით, საერთო კანდიდატებით, საერთო მერებით, საერთო რესურსით - ეს არის ჩვენი მიდგომა. ჩვენ გვინდა, რომ ერთიანი ფრონტის შესაძლებლობა განვიხილოთ, რადგან კვლევა ამბობს, რომ თუ ერთიანი ფრონტი გახსენით, შანსი არის ძალიან მაღალი, 4-ჯერ მაღალი, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ შედეგს მიაღწიოთ. ეს შედეგი არის ეროვნული მთავრობის ცვლილება აქ და ახლა? მხოლოდ ამ არჩევნებით? - არა, არავითარი ილუზია მაგაზე არ არის, მაგრამ ეს შესაძლოა იყოს ერთით მეტი ბრძოლის ველის შექმნა და ძალიან ძლიერი დარტყმების მიყენების საშუალება ამ რეჟიმისთვის", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.