სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "წინააღმდეგობის პლატფორმა" "ვაიმარის სამკუთხედის" ლიდერებს დახმარებას სთხოვს და წერილობით მიმართავს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
მისივე თქმით, მიმართვაში არის რამდნეიმე მოთხოვნა, მათ შორის პატიმრების გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, სანქციების გამკაცრება, არსამთავრობოების და ოპოზიციის მხარდაჭერა.
"ჩვენ მათ მივმართეთ მთელი რიგი საკითხებით, რომლებიც მოითხოვს დღეს და დღესვე ყურადღებას. ასევე, გავუმეორეთ ის მთავარი ჩვენი ორი მოთხოვნა, რომელიც რჩება ურყევი - ეს არის პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, თავისი პირობებით", - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.