21 აგვისტო 2026,   09:26
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი გერმანიის ელჩს და საგარეო უწყებას ორმაგი სტანდარტით მოქმედების გამო აკრიტიკებს - რას ითხოვს ოპოზიცია

პრემიერ-მინისტრი გერმანიის ელჩს და საგარეო უწყებას ორმაგი სტანდარტით მოქმედების გამო აკრიტიკებს. საუბარია პიტერ ფიშერთან დაკავშირებით ბათუმში მომხდარ ინციდენტზე. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის სასამართლო პროცესზე ჩასულ დიპლომატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც პრემიერის თქმით, მალევე გერმანიიდან საპროტესტო ნოტა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე მოთხოვნა მოჰყვა. ირაკლი კობახიძისთვის გაუგებარია, რატომ ხედავენ მხოლოდ ერთ ფაქტში სამართალდარღვევას ფიშერის ხელმძღვანელები, მაშინ, როდესაც თავად დიპლომატმა სრულიად აუხსნელი მოტივით ქართულ სასამართლოზე გავლენის მოხდენა სცადა და პოლიციელზე თავდასხმა გაამართლა.

ფიშერის ქმედება დღეს დედაქალაქის მერმაც გააკრიტიკა. მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ფიშერი ხშირად სცდება დიპლომატის უფლებამოსილების ჩარჩოებს, რაც პოლიტიკაში ჩარევითა და პოლარიზაციის გაღრმავებით გამოიხატება.

გერმანიის ელჩისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო სამართლებრივ დროულ რეაგირებას ითხოვს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, საქართველოს მოქალაქე და დიპლომატი განსხვავებული უფლებებით სარგებლობენ, რადგან ელჩს საერთაშორისო კონვენცია იცავს.

ოპონენტების მხრიდან საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისადმი დამოკიდებულება მმართველი გუნდის აზრით კანონზომიერია. კანონმდებლების თქმით, ოპოზიცია და ელჩების ნაწილი საქართველოში მხოლოდ ლობისტების ინტერესებით მოქმედებენ. პარლამენტი სპიკერმა, დღეს გერმანიის წარმომადგენლობა ქვეყნებთან, კლასობრივი სეგრეგაციის პრინციპით მიდგომების გამო გააკრიტიკა.

პიტერ ფიშერი რამდენიმე დღის წინ ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დაესწრო. დიპლომატი პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული ამაღლობელის საქმის კვალიფიკაციის შეცვლის მომხრეა.

დღის ამბები