პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ტატა ხვედელიანმა, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების საკითხი შეაფასა.
მისი თქმით, მან არ იცის როგორ მოხდა ბაჩიაშვილის დაკავება, თუმცა იცის რა გააკეთა სისტემამ იმისთვის, რომ კონკრეტული მოქალაქის დისკომფორტის თემა ყოფილიყო აღმოფხვრილი.
"მე არ ვიცი როგორ მოხდა მისი დაკავება, თუმცა მე ვიცი რა ჩაიდინა სისტემამ იმისთვის, რომ კონკრეტული მოქალაქის დისკომფორტის თემა ყოფილიყო აღმოფხვრილი. მე ეს დავინახე აქ", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ამასთან, ბრალი წარდგენილი აქვს ორ მიმდინარე საქმეზე - ესენია მტკვარი ჰესის და საზღვრის უკანონო კვეთის საქმეები