კონცერტით დასრულდა 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ბათუმში. საზეიმო ღონისძიება ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
მანამდე ქალაქში მთელი დღის განმავლობაში მოწყობილი იყო სხვადასხვა თემატიკის სივრცეები - აქცენტი გაკეთებული იყო საბავშვო აქტივობებზეც.