ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი დღევანდელი დღის აღნიშვნას რუსთაველზე აპირებს. "საქართველო კვლავ დაგიცავ" - ეს არის ძირითადი სლოგანი დღეს დაგეგმილი ღონისძიებების, რომლის ძირითადი ტერიტორია რუსთაველის თეატრიდან "მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლემდე" იქნება.
პარლამენტთან ახლა უკვე იკრიბებიან, იმართება სხვადასხვა მსვლელობა, მათ შორის, უკვე მოეწყო თეატრალიზებული მარში პირველი რესპუბლიკის მოედნიდან - ასევე, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზიდან მსვლელობა გამართეს.