20 აგვისტო 2026,   12:07
ვრცლად
პატრიარქი - დამოუკიდებლობა უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ჩვენი ერისა და მას დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. ღმერთმა ინებოს ჩვენი ქვეყნის მშვიდობა, ძლიერება და კეთილდღეობა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს.

დამოუკიდებლობა უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ჩვენი ერისა და მას დაცვა და გაფრთხილება სჭირდება.
ღმერთმა ინებოს ჩვენი ქვეყნის მშვიდობა, ძლიერება და კეთილდღეობა.

ღმერთმა დალოცოს, აკურთხოს და წყალობა თვისი არ მოაკლოს ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს, ამინ!" - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებაში.

 May be an image of text

დღის ამბები