პოლონეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. ვარშავაში ქართული დიასპორის ორგანიზებით, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის ქართული პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები. კულტურის დღეებზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო და ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობები.
ღონისძიება კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა.