01 სექტემბერი 2026,   06:41
ვრცლად
გიორგი ბურჯანაძე ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე: მივმართეთ საერთაშორისო პარტნიორებს მათ ხელთ არსებული მექანიზმების გამოყენებაზე

"სამოქალაქო საზოგადოების ფონდის" სამართლებრივი მრჩეველი, გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ ზურაბ ჯაფარიძის დაკავება "კლასიკური პოლიტიკური მართლმსაჯულების" კლასიკური მაგალითია.

მისივე თქმით, მათ საერთაშორისო პარტნიორებს შესაბამისი მექანიზმების გამოყენებაზე მიმართეს.

"გვსურს წარმოგიდგინოთ განცხადება, რომელიც შეეხება ზურა ჯაფარიძის გუშინდელ უკანონო დაკავებას. ჩვენი შეფასებით, აღნიშნული წარმოადგენს პოლიტიკური მართლმსაჯულების კლასიკურ მაგალითს. მივმართეთ საერთაშორისო პარტნიორებს მათ ხელთ არსებული მექანიზმების გამოყენებაზე და, იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, იმ ფონზე, რომ ქვეყანაში არცერთი მექანიზმი არ მუშაობს, მოვახდენთ მართლმსაჯულების დადგენას და ამ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას," - აცხადებს გიორგი ბურჯანაძე.

დღის ამბები