"სტუდფესტი 2025" გრძელდება - ეს არის 5-თვიანი ახალგაზრდული ფესტივალი, რომელშიც სტუდენტები მონაწილეობენ. ფესტივალის ფარგლებში, დაგეგმილია უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირები, საგანმანათლებლო, შემეცნებითი და კულტურული აქტივობები.
პირველი, შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც სპორტისა და განათლების სფეროებს აერთიანებს, ივნისის შუა რიცხვებში ჩატარდება, ხოლო კულტურის სფეროსთან დაკავშირებული აქტივობები სექტემბერში გაიმართება და გრანდიოზული ღონისძიებით დასრულდება.