01 სექტემბერი 2026,   06:09
ვრცლად
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრას მართავს

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრას მართავს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი. მთავარი თემა "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი", იგივე ქართული "ფარაა".

რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, კანონი ძალაში 31 მაისიდან შევა, მისი მიზანი კი დონორი ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების საქმიანობის მეტი გამჭვირვალობაა.

"კანონი, რომელიც FARA-ს სახით არის წარმოდგენილი, ხელს უწყობს დონორ ორგანიზაციებს უფრო მჭიდრო, გამჭვირვალე, ნდობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობაზე. FARA-ს კანონი გარწმუნებთ, ხელს შეუწყობს ყველა ამ ორგანიზაციის საქმიანობას და უკეთ წარმოჩნდება ის პროექტები, რომლებსაც ისინი ახორციელებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმაცია და ცოდნა იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროექტები ქმნიან საზოგადოებრივ აზრს, პოლიტიკას“, - აცხადებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი.

დღის ამბები