შინაგან საქმეთა სამინისტროს მინიფეხბურთის გუნდი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის - "სუპერლიგის" გამარჯვებული გახდა.
ფინალურ მატჩში ერთმანეთს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი "მია" და თავდაცვის სამინისტროს "არმია" დაუპირისპირდნენ.
დაძაბული მატჩის შედეგად, "მიამ" "არმია" ანგარიშით 1:0 დაამარცხა და გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა.