20 აგვისტო 2026,   10:11
ვრცლად
ქუთაისში, სასულიერო პირებმა და მოქალაქეებმა, მსვლელობით, ბაგრატის ტაძარში გადაინაცვლეს

ქუთაისში, სასულიერო პირებმა და მოქალაქეებმა, მსვლელობით, ბაგრატის ტაძარში გადაინაცვლეს. ქალაქის ქუჩებში მსვლელობა დროშებითა და ჯვრებით გაიმართა. ქუთაისში ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნა 13:00 საათზე დაიწყო, მოქალაქეები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან შეიკრიბნენ.

"ჩვენ ვართ მართალნი, როცა ვითხოვთ ოჯახის სიწმინდეს. ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს და თავის დანიშნულება აქვს. ჩვენს ერს გვჭირდება ღვთის მადლი, წყალობა, მშვიდობა, ერთობა და სიყვარული," - აღნიშნა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ.

ოჯახის სიწმინდის დღეს მოქალაქეებთან ერთად აღნიშნავენ როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები.

"იმდენად მნიშვნელოვანი გახდა 17 მაისი ქართველი ერისთვის, თქვენც ხედავთ, რომ მთელი იმერეთი არის უკვე ქუთაისში შეკრებილი და კიდევ ერთხელ აღნიშნავენ იმ დღესასწაულს, რომელიც თავის დროზე პატრიარქმა დააწესა ჩვენი ქვეყნისთვის," - ამბობს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი.

 

 

 

დღის ამბები