დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოსახლეობას ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღე მიულოცა. კახა კალაძე დღევანდელი დღის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობს.
"მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი დღე - მართლაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს დღევანდელ დღეს, რადგან ოჯახი ქართველისთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტი. ეს არის ჩვენი ერის უმნიშვნელოვანესი ღირებულება, რასაც სჭირდება გაფრთხილება, და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახლაც და მომავალშიც დავიცვათ ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, წარსული, რაც მნიშვნელოვანია, რითაც ვამაყობთ. ვამაყობთ, რომ ვართ ქართველები, ქრისტიანები და გვაქვს ასეთი ულამაზესი სამშობლო, როგორიც არის საქართველო. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს," - განაცხადა კახა კალაძემ.