"გახარია ეს არის განახლებული "ნაცმოძრაობა". ის არის იმ პატრონის ქვეშ, რომელი პატრონის ქვეშაც არის "ნაცმოძრაობა", თავისი ანასხლეტებით," - ეს განცხადება პარტია "ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.
გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება გიორგი გახარიას გუნდის საჯარო მიმართვას - "რა არის თქვენი გეგმა ბოიკოტის შემდეგ?"
"გახარია ეს არის განახლებული "ნაცმოძრაობა". ის არის იმ პატრონის ქვეშ, რომელი პატრონის ქვეშაც არის "ნაცმოძრაობა", თავისი ანასხლეტებით, იქ ახლა ახალი "ნაცმოძრაობა" იქნება, ძველი, „ლელო“ იქნება თუ თავად გახარია ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს ჟესტი, რომელიც გამოაქვეყნა, აბა რა არის ახლა თქვენი გეგმა - ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ თავისი საერთო პატრონის მიმართ კონკურენციაში არიან. გახარია ახლა ეჯიბრება "ნაცმოძრაობა" ახალს, "ნაცმოძრაობა" ძველს, "ლელოს" და თავის პატრონთან ცდილობს, რომ აღნიშნოს რაღაც თავისი უპირატესობა იმიტომ, რომ ამ აგენტურაში ყველაზე კარგი აგენტურა მე ვარო", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
ავტორი: კესო ქაფიანიძე