ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს. ამ წუთებში იკითხება ექსპერტი გივი ჩხარტიშვილი, რომელმაც ექსპერტიზა ჩაუტარა, როგორც პოლიციელ ირაკლი დგებუაძეს, ასევე, მზია ამაღლობელს. ის მხარეების შეკითხვებს პასუხობს.
პროცესს ესწრებიან გერმანიის, შვედეთის და ესტონეთის ელჩები და ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი. სასამართლოს შენობასთან შეკრებილები არიან მზია ამაღლობელის მხარდამჭერები.
დაკავებულს ბრალი 353-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.