ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები - ასე ჰქვია კონცერტების სერიას, რომელიც თბილისსა და რეგიონებში გაიმართება. პირველი კონცერტი გუშინ კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩატარდა. მაყურებლის წინაშე წარდგნენ თამარ ლიჩელი, ლიზი რამიშვილი და სხვა შემსრულებლები.
საღამოზე ქართული ნაწარმოებები შესრულდა. მუსიკალური საღამოები დეკემბრამდე გაგრძელდება და მას თელავი, სენაკი, ბათუმი, ბორჯომი და ქუთაისი უმასპინძლებს.