21 ივნისი 2026,   19:49
ვრცლად
კრემლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ პუტინი შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს

რამდენიმე საათი რჩება სტამბოლის მოლაპარაკებამდე. კრემლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ პუტინი შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ პუტინის პრესსპიკერმა, პესკოვმა CNN-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მომლაპარაკებელი ჯგუფი კი, რომელსაც პუტინის თანაშემწე ხელმძღვანელობს, უკრაინულ მხარესთან შეხვედრას დღის მეორე ნახევარში გეგმავს.

თურქეთშია ზელენსკიც, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი ანკარაში ჩაფრინდა, მან თქვა, რომ მომდევნო ნაბიჯებს ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტს, მას შემდეგ, რაც გაირკვევა, რა მანდატი გააჩნიათ რუსეთის წარმომადგენლებს. მოლაპარაკება დოლმა ბაჰჩეს სასახლეშია დაგეგმილი.

ამერიკულ მხარეს სახელმწიფო მდივანი, ტრამპის მომლაპარაკებელი სტივ უიტკოფი და გენერალი კიტ კელოგი წარმოადგენენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსული მხარე მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

"რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მიზანს კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრა და ისტორიული პერსპექტივიდან გამომდინარე ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა წარმოადგენს. არაერთხელ ითქვა, რომ რუსული მხარე სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად არის", - განაცხადა მარია ზახაროვამ.

დღის ამბები