ვახტანგ გომელაურმა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშო თათბირი გამართა. მინისტრმა მოისმინა ინფორმაცია დანაშაულთან ბრძოლისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ. საუბარი შეეხო რეგიონში დანაშაულის სტატისტიკას და გახსნის მაჩვენებელს.
ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა უწყების პრიორიტეტებზეც, მან სამართალდამცველებს დავალებები მისცა და საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.