20 აგვისტო 2026,   04:51
ვრცლად
ღია კარის დღე ბათუმის აეროპორტში - გამოცხადებულ ვაკანსიებზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია

ბათუმის აეროპორტში ღია კარის დღეა - ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს აეროპორტში და "ტავ ჯორჯიას" ადამიანური რესურსების დეპარტამენტს საკუთარი კანდიდატურა წარუდგინოს.

ამ ეტაპზე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ეძებს კადრებს შემდეგი პოზიციებისთვის: მგზავრთა მომსახურების აგენტები, ჩატვირთვის კონტროლისა და კომუნიკაციების აგენტები, მორიგე ოფიცრები, ტექნიკური პერსონალი, მძღოლი, მტვირთავი, თვითმფრინავის დამლაგებელი.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ღია კარის დღეზე დასწრება ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.

დღის ამბები