21 ივნისი 2026,   09:14
ვრცლად
"თქვენ ნახეთ 5 ქვეყნის ლიდერი უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, ასევე სხვა მსოფლიო ლიდერები ვირტუალურ შეხვედრაზე, რომლებიც 30 დღიანი უპირობო ზავის შესახებ აშშ-ის პოზიციას ეთანხმებოდნენ" - კირ სტრამერი

მოსკოვის პასუხი ევროპას - ლიდერების შეთავაზებას ვლადიმერ პუტინი ეხმაურება და კიევს პირდაპირ, მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს. 2022 წლის შემდეგ პირველად, შეხვედრის ადგილი ისევ სტამბოლი, მაგიდაზე კი ისევ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დოკუმენტია.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუტინმა უკვე აცნობა ოფიციალურ თურქეთსაც. საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით სხვადასხვა მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ანკარა მზაობას გამოთქვამს რუსეთ-უკრაინის ომში მხარეებს შორის შუამავლობისთვის.

ევროპელი ლიდერები გუშინ იმყოფებოდნენ კიევში, სადაც მათ გაავრცელეს უკრაინის პრეზიდენტთან ერთად შედგენილი კონკრეტული მოთხოვნა - 12 მაისიდან, ორშაბათიდან, მოხდეს ცეცხლის უპირობო შეწყვეტა და მოახერხონ მხარეებმა დიალოგის მიღწევა უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით.

"დღეს დიდი ერთიანობა გაჩნდა 30 დღიანი, უპირობო ზავის გარშემო, თქვენ ნახეთ ხუთი ლიდერი - საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და პოლონეთის — უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, ასევე, სხვა მსოფლიო ლიდერი ჩვენს ვირტუალურ შეხვედრაზე, რომლებიც 30 დღიანი უპირობო ზავის შესახებ, შეერთებული შტატების პოზიციას ეთანხმებოდნენ. სამშვიდობო შეთავაზების პასუხად, პუტინმა საკუთარი პირობები წამოაყენა. ჩვენ დღეს ეს პირობები უარვყავით, მაგრამ ამავდროულად განვაცხადეთ, რომ შევჯერდებით სანქციების სახით, საპასუხო ზომებზე, თუ ეს ზავი არ გამოვა. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით ზავს., რომელიც ასე საჭიროა", - აცხადებს ბრიტანეთის პრემიერი.

დღის ამბები