"ეს არის ვილსონის მიერ შეთითხნილი და ლობისტური ჯგუფების მიერ დაქირავებული დემოკრატების არმია და რესპუბლიკელების ნაწილი, რომელიც თვითონ ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვდნენ", - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ "მეგობარი აქტის" სეფასებისას განაცხადა.
მისი განმარტებით, "მეგობარი აქტის" მხარდამჭერებმა საკუთარი პრეზიდენტი არ დაინდეს და საქართველოს მითუმეტეს არ დაინდობდნენ.
"ეს არის ვილსონის მიერ შეთითხნილი და ლობისტური ჯგუფების მიერ დაქირავებული დემოკრატების არმია და რესპუბლიკელების ნაწილი, რომელიც თვითონ ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვდნენ. ეს ხალხი ახლა ჩვენ დაგვინდობდა - ბუნებრივია არა. ბატონი ვილსონი არის, როგორც უკრაინაში გონჩარენკო. ხაზარაძეები რომ დაპატიჟა, ძვირი გადაახდევინა ინაუგურაციის ბილეთებში და მერე გარეთ, წვიმაში რომ დააყენა. თაღლითია, კაცი კონგრესმენია და პლუს ყიდის დროშებს და ემბლემებს, რომ ფული გააკეთოს. ამ მორალის და ღირებულებების ადამიანი არის ავტორი "მეგობრული აქტის", სადაც წერია, რომ საქართველომ თურმე გადაუხვია ევროპულ ღირებულებებს, კურსს და რატომ? რადგან ჩინეთთან გააფორმესო ხელშეკრულება და ანაკლიის პორტში ჩინელები შემოიყვანესო. ამერიკელებს ინტერესიც არ გამოუხატავთ ანაკლიის პორტზე, რომ შემოსულიყვნენ და ჩაედოთ ეს კაპიტალი. მეორე, ჩინეთთან ურთიერთობას ჩვენ გვსაყვედურობთ და გვამადლით? ლიდერი არ დარჩა ევროპაში, სადაც არ ეახლნენ და მოკავშირეობის ხელშეკრულება არ დადეს, ზოგმა სტრატეგიული და ზოგმა მემორანდუმი დადო", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.