20 აგვისტო 2026,   11:00
ვრცლად
"ნამდვილი თუ მოგონილი?!" - ამ სახელწოდებით ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსი მეთორმეტედ ჩაატარა

"ნამდვილი თუ მოგონილი?!" - ამ სახელწოდებით ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსი უკვე მეთორმეტედ ჩაატარა.

მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის 215-მა მოსწავლემ მიიღო. ComCom-მა სამი გამარჯვებული მაღალტექნოლოგიური პრიზებით დააჯილდოვა, საუკეთესო 20 ნამუშევრის ავტორს კი სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა.

"ნამდვილი თუ მოგონილი?!" ახალგაზრდებში ანალიზის, ფაქტების გადამოწმების უნარებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას ემსახურება. კონკურსს ჯამში 1000-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა.

დღის ამბები