22 აგვისტო 2026,   17:44
ვრცლად
"დიფ სთეითს", ევროპელ ბიუროკრატებს არ მოსწონთ კონკრეტული პარტია, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი მხარდაჭერა და მაშინვე იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ეს პარტია უნდა გაუქმდეს" - კახა კალაძე

ბერლინის გადაწყვეტილება, რომელმაც პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, თბილისში ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა. სადაზვერვო სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია გერმანიის კონსტიტუციური წყობის დაცვაზე, აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი "ინტენსიური და ყოვლისმომცველი" მოკვლევის შემდეგ მიიღო.

გადაწყვეტილება სააგენტოს საშუალებას აძლევს, უკეთ გააკონტროლოს პარტია, რომელმაც ბუნდესტაგის არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა.

თბილისის მერი კახა კალაძე ამ შემთხვევაშიც "დიფ სთეითზე" ამახვილებს ყურადღებას, მას ბოროტ ძალას უწოდებს. 

"დიფ სთეითს", ევროპელ ბიუროკრატებს არ მოსწონთ კონკრეტული პარტია, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი მხარდაჭერა და მაშინვე იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ეს პარტია უნდა გაუქმდეს. რუმინეთში საერთოდ არჩევნები გააუქმეს, აი ეს არის ის ბოროტი ძალა, რომელიც "დიფ სთეითის" სახით გვაქვს წარმოდგენილი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

საქართველოშიც, მათი მთავარი ამოცანა იყო, რომ პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესს, ჩამოშორებული ყოფილიყო ძალისმიერი მეთოდებით, გადატრიალებით, რევოლუციით, არ გამოუვიდათ, დამარცხდნენ ისინი, რადგან ხალხი ჭკვიანია და ხედავს ყველაფერს, ეს არის ორმაგი სტანდარტი", - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

დღის ამბები