"როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკური პროცესების ზიანზე, ვფიქრობ, რომ ეს განსაკუთრებით უპასუხისმგებლოა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან", - ამის შესხებ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი საუბრობს. მისი თქმით, მიუღებელია კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან დეზინფორმაციული კამპანიის წარმოების მცდელობა.
"როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკური პროცესების ზიანზე, ვფიქრობ, რომ ეს განსაკუთრებით უპასუხისმგებლოა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან.
თან, ხშირ შემთხვევაში უარყოფით განცხადებებს ვისმენთ ისეთი პოლიტიკოსების მხრიდან, რომელთაც აქვთ პრეტენზია, რომ ისინი წარმოადგნენ ეკონომიკური სფეროს ექსპერტებს, აქვთ განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილება ამ მიმართულებით.
რეალობა ერთია და განცხადებები და პროგნოზები პოლიტიკოსების, რომელიც საბედნიეროდ ჩვენი მოსახლეობისთვის არ სრულდება, არის განსხვავებული", – განაცხადა დავითაშვილმა.