20 აგვისტო 2026,   05:49
ვრცლად
საერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯები 8.3%-ით გაიზარდა ამ წლის პირველ კვარტალში, შარშანდელ ამ პერიოდთან შედარებით, ტურიზმი არის ერთ-ერთი გამოხატულება, თუ როგორ მუშაობს ეკონომიკა - ირაკლი კობახიძე

ტურიზმის სფეროში გვაქვს კარგი მონაცემები - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯები 8.3%-ით გაიზარდა ამ წლის პირველ კვარტალში, შარშანდელ პირველ კვარტალთან შედარებით.

"ტურიზმი არის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგი და გარდა ამისა, ტურიზმის არის ერთ-ერთი გამოხატულება იმისა, თუ როგორ მუშაობს ეკონომიკა და მოხარული ვართ, რომ ამ სფეროშიც გვაქვს დადებითი დინამიკა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები