20 აგვისტო 2026,   05:57
ვრცლად
გლდანის რაიონში მალე მიუსაფარ ცხოველთა ახალი თავშესაფარი აშენდება

გლდანის რაიონში მალე მიუსაფარ ცხოველთა ახალი თავშესაფარი აშენდება. მოეწყობა ინდივიდუალური ვოლიერები, ლაბორატორია, საოპერაციო ბლოკები, პოსტოპერაციულ სივრცე და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. შენობა უახლესი აპარატურითა და ტექნიკით აღიჭურვება და 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.

თბილისში, მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობის ეფექტურად მართვის მიზნით კიდევ არაერთი პროექტი მიმდინარეობს. მათ შორის, ვარკეთილის თავშესაფრის სრული რეაბილიტაცია, სადაც აღჭურვილობა განახლდება. დედაქალაქში უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად ფუნქციონირებს პოპულაციის მართვის ცენტრის ახალი შენობა.

ბოლო 2022 წლის აღწერით თბილისში 30 000 მიუსაფარი ცხოველია. მათი პოპულაციის შესამცირებლად სისტემატურად ხორციელდება ცხოველთა მონიტორინგი და უტარდებათ სტერილიზაცია.

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით ხშირია პატრონიანი ცხოველების ქუჩაში დატოვების შემთხვევები, რაც მიუსაფარი ცხოველების სიმრავლის ძირითადი წყაროა. ცხოველთა მართვის სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს ოთხფეხა მეგობრის აყვანას მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ.

დღის ამბები