ირაკლი კუპრაძისა და ლევან სანიკიძის ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლო სხდომა გაიმართა - "ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალურ მდივანს ორი თებერვლის აქციაზე, მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის უკანონო გადაკეტვას ედავებიან. პოლიტიკოსი კი აცხადებს, რომ "თბილისი მოლთან" კანონსაწინააღმდეგო არაფერი მომხდარა და არ აპირებს 5 000-ლარიანი ჯარიმის გადახდას.
გზის უკანონოდ გადაკეტვის ორ ეპიზოდს ედავებიან ლევან სანიკიძეს, საუბარია 21 იანვრის და პირველი თებერვლის აქციებზე. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის წინააღმდეგ ჯარიმის რაოდენობა 10 000 ლარია. სანიკიძეც აცხადებს, რომ ჯარიმას არ გადაიხდის.