ვარძიასთან, მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მდინარეში დამხრჩვალი კაცი რუსი ტურისტია.
ადგილობრივების ინფორმაციით, ტურისტი მდინარეში 29 აპრილს ნავით შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მეხანძრე-მაშველებმა კაცის ცხედარი მტკვრიდან ამოიყვანეს.