21 აგვისტო 2026,   09:18
ვრცლად
გიორგი აბაშიშვილი: საქართველოს ეკონომიკა მარტში 9%-ით, ხოლო პირველ კვარტალში 9.3%-ით გაიზარდა. სახელმწიფო ბიუჯეტი 102.1%-ით შესრულდა

"ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს" დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი, Facebook-გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

როგორც აბაშიშვილი აღნიშნავს, საქართველოს ეკონომიკა 9.3 პროცენტით გაიზარდა, სახელმწიფო ბიუჯეტი კი 102.1 პროცენტით შესრულდა.

"საქართველოს ეკონომიკა მარტში 9 პროცენტით, ხოლო პირველ კვარტალში 9.3 პროცენტით გაიზარდა

მხოლოდ ფაქტები რეალობისა და მითების განსასხვავებლად:

მითი:

საქართველოს ეკონომიკა კრიზისშია, უარყოფითი ეკონომიკური ზრდა - 3.4 პროცენტი იქნება

რეალობა:

საქართველოს ეკონომიკა 9.3 პროცენტით გაიზარდა (I კვარტალი)
IMF, WB, EBRD, ADB - საქართველოს ეკონომიკის ზრდას 5.5-6 პროცენტის ფარგლებში პროგნოზირებენ

მითი

ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დაფიქსირდება - 1 აშშ დოლარი = 3.1 ლარს

რეალობა

1 აშშ დოლარი = 2.75 ლარს

მითი

სახელმწიფო ბიუჯეტის დანაკლისი 1.3 - 1.6 მილიარდი დოლარი იქნება

რეალობა

სახელმწიფო ბიუჯეტი 102.1 პროცენტით შესრულდა (I კვარტალი)“, - წერს გიორგი აბაშიშვილი.

დღის ამბები