21 ივნისი 2026,   20:20
ვრცლად
ფხენიანმა პირველად ოფიციალურად დაადასტურა ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლის ფაქტი - უკრაინული მხარე 14 000 სამხედროზე საუბრობს

ჩრდილოეთ კორეაში პირველად დაადასტურეს, რომ მათი ჯარი უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ რუსეთის ომში მონაწილეობს. ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

ტექსტში ნათქვამია, რომ კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების გაგზავნა ფხენიანსა და მოსკოვს შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც პუტინმა და უმცროსმა კიმმა, გასული წელს მოაწერეს ხელი.

სამხედროების რუსეთში გაგზავნის ბრძანება კიმ ჩენ ინმა გასცა.

ოფიციალური კიევის განცხადებით, რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩრდილოეთ კორეელები ომში გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდნენ. უკრაინის შეფასებით, სულ საუბარია 14 000 სამხედროზე.

დღის ამბები