21 ივნისი 2026,   20:52
ვრცლად
თურქეთში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ქუთაჰიაში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, რეგიონში ჯერ 4.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, შემდეგ კი ბიძგების სიძლიერემ 4.6 მაგნიტუდა შეადგინა.

პირველი ბიძგების ეპიცენტრი 8.8 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა, ხოლო მეორე მიწისძვრის ეპიცენტრი, მიწის ქვეშ 12.17 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

ქუთაჰიას გუბერნატორის განმარტებით, მიწისძვრებს ნგრევა ან ადამიანების დაშავება არ მოჰყოლია.

დღის ამბები