20 აგვისტო 2026,   03:05
ვრცლად
ღვინის ეროვნული სააგენტო 2025 წლის პირველ კვარტალში ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების ინსპექტირების შედეგებს აქვეყნებს - შემოწმებულია 41 კომპანია

8 000 წლიანი ისტორიის ქართულმა ღვინომ, მსოფლიო ბაზარზე ადგილი უკვე დაიმკვიდრა, კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხს მუდმივად აკონტროლებს. სახელმწიფოსთან ერთად, თავად მეღვინეების მთავარი პრიორიტეტია, რომ მათ მიერ წარმოებული ალკოჰოლური სასმელი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს.

შაქრიანობა, მჟავიანობა, ტოქსიკური ელემენტები, ხვედრითი წონა - იქამდე, ვიდრე ღვინო გასაყიდად ბაზარზე გავა, ჯერ მისი ხარისხი უნდა შემოწმდეს და სერტიფიკატი მიენიჭოს.

2025 წლის პირველ კვარტალში 41 კომპანიაში ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, დარღვევა 3 კომპანიის 5 ნიმუშში აღმოჩნდა. საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მიერ შემოწმებული 29 ნიმუშიდან კი, დარღვევა არც ერთში არ აღმოჩენილა.

ხარისხის რეგულარული მონიტორინგის პარალელურად, ეროვნული სააგენტო ატარებს დეგუსტაციასაც. ბოლო მონაცემებით საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების 2931 ნიმუშიდან, 2822 დადებითად შეფასდა.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები