"ეს პროექტი რომ არ ყოფილიყო, მე ხალხი ვერ გამიცნობდა და მომავალში შეიძლება ვერ მემღერა" - "ნიჭიერის" XI სეზონში, ნინი ორკოშნელი ოქროს სპონსორის რჩეული გახდა. მას საჩუქრად ბინა გადაეცა. ნინი ამბობს, რომ სწორედ მეგა შოუ "ნიჭიერის" საშუალებით, მან ოცნებები აიხდინა.
"ეს პროექტი რომ არ ყოფილიყო, მე ხალხი ვერ გამიცნობდა და მომავალში შეიძლება ვერ მემღერა. ამ პროექტის დამსახურება იქნება მომავალში თუკი რამეს მივაღწევ და რომელიმე კონკურსში თუ გავალ. უბედნიერესი ვარ. ჩემი აზრით, ეს პროექტი არის ჩემი მომავლის დასაწყისი.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ ყველაფერში იყო ჩართული. უბედნიერესი ვარ. არ ვიცი, ემოციები როგორ გამოვხატო," - ამბობს ნინი ორკოშნელი.
მეგაშოუ "ნიჭიერის" მე-11-ე სეზონი დასრულებულია. გამარჯვებული "ნია სტუდიო" გახდა.