21 ივნისი 2026,   21:20
ვრცლად
რომის პაპის გარდაცვალებას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან

რომის პაპის გარდაცვალებას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან. იტალიის პრემიერ-მინისტრის გამოქვეყნებულ სამძიმარში ნათქვამია, რომ მორწმუნეებმა პაპის გარდაცვალებით დიდი ადამიანი და მწყემსი დაკარგეს. ჯორჯა მელონი წერს, რომ რომის პაპი მოუწოდებდა მსოფლიოს, გამოეჩინა გამბედაობა და შეეცვალა გეზი. აერჩია გზა რომელიც განადგურების მაგივრად აშენებს, აღადგენს და იცავს.

განცხადება გაავრცელა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაწერა, რომ პაპმა ფრანცისკემ საკუთარი თავმდაბლობითა და ადამიანებისადმი სიყვარულით მილიონობით ადამიანი შთააგონა.

მწუხარებას გამოთქვამს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი. კალასი წერს, რომ რომში ბოლო შეხვედრის დროს, პაპ ფრანცისკეს ყველაზე დაუცველი ადამიანების ღირსების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

ვიდეომიმართვა გაავრცელა საფრანგეთის პრეზიდენტმაც.

დღის ამბები