20 აგვისტო 2026,   12:01
ვრცლად
დღეს დიდი შაბათია - აღდგომის ტაძარში ქრისტიანები ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან

დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის დიდი შაბათია - დღე, როდესაც მაცხოვარი ჯვარცმის შემდეგ საფლავზე დაასვენეს. ყოველი წლის აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს, მაცხოვრის საფლავზე ქრისტიანები ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან.

მორწმუნეები იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში დილიდან იკრიბებიან. ისრაელში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართველებს შესაძლებლობა აქვთ, აღდგომის ტაძარში დაესწრონ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქრისტიანულ დღესასწაულს.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები