მიიღეთ ფინანსური შესაძლებლობები "ლიდერ კრედიტისაგან" მაშინ, როცა ყველაზე მეტად გჭირდებათ
საქართველოში დღეს უკვე მრავალი გზა არსებობს ფინანსური მიზნების მისაღწევად - ავტომობილით სესხის უზრუნველყოფა, ოქროს ნივთების ფულად ქცევა, სპეციალიზებული ბიზნეს სესხები თუ მარტივი ფულადი ტრანზაქციები. ამრიგად, ფინანსური სერვისები მუდმივად ვითარდება, მომხმარებლებს კი სულ უფრო მეტი არჩევანი აქვთ.
ფინანსური სერვისების მიღება განსაკუთრებით მარტივი და კომფორტულია ,,ლიდერ კრედიტთან" ერთად. კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით 46 ფილიალითაა წარმოდგენილი და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით გამოირჩევა.
ავტო ლომბარდი მხოლოდ 30 წუთში
კომპანია გთავაზობთ ავტო ლომბარდის სერვისს, რომლის ფარგლებშიც 2,000-დან 100,000 ლარამდე თანხის მიღებაა შესაძლებელი. თანხის დამტკიცებას მხოლოდ 30 წუთი სჭირდება, რაც გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების შემთხვევაში ნამდვილი ხსნაა.
ამ სერვისით სარგებლობისას ავტომობილს სადგომზე კი არ აჩერებთ, არამედ მის გამოყენებას ჩვეულებრივად განაგრძობთ — მიდიხართ სამსახურში, შვილებს სკოლებსა და ბაღებში ტოვებთ, უქმეებზე კი ქალაქგარეთ გადიხართ.
სესხის აღებისთვის საკმარისია, მინიმუმ 2000 წელს გამოშვებულ ავტომობილს ფლობდეთ. დოკუმენტაციის თვალსაზრისითაც მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება მოგიწევთ — საჭიროა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ავტომობილის ტექნიკური პასპორტი.
ავტო ლომბარდის გააქტიურების შემდეგ, ,,ლიდერ კრედიტი” შესაძლებლობას გაძლევთ გადახდის გრაფიკი თქვენს შესაძლებლობებს მოარგოთ, გადაიხადოთ ანუიტეტით — სესხის დაფარვის ფორმა, რომელიც პერიოდულობით თანაბარი მოცულობის შენატანების გადახდას (ძირი და პროცენტი) გულისხმობს — ან მხოლოდ პროცენტი დაფაროთ. წლიური საპროცენტო განაკვეთი 27%-დან იწყება, ხოლო 7000 ლარზე მეტი თანხის სესხების შემთხვევაში გირავნობის ხარჯი სრულად კომპანიის მიერ დაიფარება.
ოქროს ლომბარდი მაღალი ფასითა და დაბალი პროცენტით
საჭიროების შემთხვევაში, ,,ლიდერ კრედიტში”ოქროს ნივთების ნაღდ ფულად ძალიან სწრაფად აქცევთ. კომპანიაში ოქროს ნაკეთობებს მაღალი შეფასება და დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვს. სესხის ოდენობა 200-დან 100 000 ლარამდეა განსაზღვრული. წლიური საპროცენტო განაკვეთი კი მხოლოდ 18-%-მდე მერყეობს.
ოქროს ლომბარდი შეღავათიან პირობებთან ერთად, განსაკუთრებულად მოქნილი სისტემითაა შემოთავაზებული, რაც საშუალებას გაძლევთ თავად შეარჩიოთ თქვენთვის მოსახერხებელი ვარიანტი: გადაიხადოთ მხოლოდ პროცენტი, პროცენტი და ძირი ერთდროულად ან პროცენტი სამ თვეში ერთხელ დაფაროთ.
სერვისით სარგებლობა მაქსიმალურად მარტივი პროცედურითაა შესაძლებელი. თქვენგან მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ბინადრობის მოწმობაა საჭირო. ოქროს ნივთის შეფასება კი ადგილზევე ხდება.
მომხმარებელს ასევე შეუძლია ისარგებლოს ქისიდან ნივთის ამოკლების შესაძლებლობით ან დააბრუნოს სესხის ნაწილი ნებისმიერ დროს.
გადაცვალეთ ვალუტა და ისარგებლეთ ფულადი გზავნილების სერვისით ერთ სივრცეში
"ლიდერ კრედიტში" ვალუტის კურსი და კონვერტაცია საუკეთესო პირობებითაა ხელმისაწვდომი. ფილიალებში, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით მდებარეობს, ლარის, ევროს, დოლარის, რუბლის, რუბლი თურქული ლირის, აზერბაიჯანული მანათისა და სომხური დრამის ყიდვა-გაყიდვას შეძლებთ.
ფულადი გზავნილების სერვისი კი საშუალებას გაძლევთ გააგზავნოთ ან მიიღოთ თანხა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. საერთაშორისო გზავნილების სისტემა მუშაობს სხვადასხვა ვალუტაში და უსაფრთხოებითა და სისწრაფით გამოირჩევა.
ორივე სერვისის გამოყენება შესაძლებელია კომპანიის ნებისმიერ ფილიალში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში — თბილისში, რუსთავში, ბათუმში, მარნეულში, ქუთაისში, გორში, ხაშურში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში.
ლიდერ კრედიტთან დაკავშირება მარტივია. კომპანიის ვებგვერდზე www.leadercredit.ge სერვისები დეტალურადაა აღწერილი, სრულ ინფორმაციას მიიღებთ პროდუქტის, საპროცენტო განაკვეთისა და საჭირო დოკუმენტაციის შესახებ. ინდივიდუალური კონსულტაციისათვის კი დარეკეთ ნომერზე: +995322730073
(R)