თბილისის საკრებულოში მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარადგინა.
სხდომაზე ითქვა, რომ დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტმა ორ მილიარდ ლარამდე აითვისა, რაც გეგმის გადაჭარბებულად შესრულებაა. დეპუტატებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხიც.
"წლების განმავლობაში, ადამიანები ცხოვრობდნენ შენობა-ნაგებობაში, რომლებიც მერიის საკუთრებაში იყო, 3000 ოჯახზე მეტს გადაეცა ეს საკუთრებები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი აქტი მერიისა და მუნიციპალიტეტის მხრიდან. ვაგრძელებთ ამ პროექტს და დღეს კიდევ დამატებით 30 ოჯახს დაუკანონდება უძრავი ქონება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისის ბიუჯეტი რეკორდულ მაჩვენებელზე - წინა წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იყო 2 მილიარდ ლარამდე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ქალაქისთვის, პროექტებიდან გამომდინარე. ქალაქში მიმდინარეობს მასშტაბური პროექტები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელს, წლევანდელი ბიუჯეტთ კიდევ უფრო წინ მივდივართ და უფრო მეტი პროექტის განხორციელების საშუალება გვექნება, ვინაიდან 15- დან 18%-მდე იზრდება კიდევ უფრო მეტად ბიუჯეტი", -აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია.