25 აგვისტო 2026,   20:33
ვრცლად
გიორგი გახარია თეა წულუკიანის კითხვაზე: "მე ყოველთვის, ნებისმიერი უცხოელის რეკომენდაცია, ბოდიში და ფეხებზე მეკიდა"

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებით, მას "ნებისმიერი უცხოელის რეკომენდაცია ყოველთვის ფეხებზე ეკიდა". მისი განმარტებით, ამას მარტივი მიზეზი აქვს, რადგან მისთვის გუნდთან და ხალხთან შეთანხმების დარღვევა არ დარღვევა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო.

ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ცოტა ხნის წინ განაცხადა. თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას ჰკითხა, ხომ არ შეხვდა ის რომელიმე ელჩს, რომელთან შეხვედრის შემდეგაც გადაიფიქრა ნიკა მელიას დაკავება.

"მარტო მე კი არა, უცხოელებს და ელჩებს ყველა ელაპარაკებოდა, პარლამენტის თავმჯდომარე, სპიკერი და ყველა. არავის არაფერი მსგავსი არ ურჩევია [მელია არ დაეკავებინა და ოპოზიციაში გადასულიყო], რომც ერჩია, მე ყოველთვის, ნებისმიერი უცხოელის რეკომენდაცია, ბოდიში და ყოველთვის ფეხებზე მეკიდა. მარტივი მიზეზის გამო, ჩემთვის, ჩემს გუნდთან და ხალხთან შეთანხმების დარღვევა-არ დარღვევა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები