21 ივნისი 2026,   07:21
ვრცლად
ანკარაში, შავ ზღვაში უსაფრთხოების საკითხზე, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების ორდღიანი შეხვედრა გაიმართება

შავ ზღვაში უსაფრთხოების საკითხზე, ხვალ, ანკარაში, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების ორდღიანი შეხვედრა იწყება.

მედიის ცნობით, შეხვედრის მიზანი ქვეყნებს შორის შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ შავ ზღვაში მშვიდობის შენარჩუნებაა. კონკრეტულად ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას, ამ დრომდე არ ხმაურდება.

ანკარაში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია CNN-ს თურქეთის თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებს მოსკოვი და კიევი.

შეხვედრამდე ორი დღით ადრე ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს.

ზელენსკი ამბობს, რომ სამწუხაროდ, შეერთებულ შტატებში რუსული ნარატივები ჭარბობს და მოუწოდებს დონალდ ტრამპს უკრაინასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამშვიდობო ინიციატივის განხილვამდე უკრაინას ეწვიოს და საკუთარი თვალით ნახოს რა ხდება ქვეყანაში.

"პატივს ვცემთ თქვენს პოზიციას, თუმცა გთხოვთ, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე,ნებისმიერ გეგმამდე, რომელიც მოლაპარაკებებს ეხება, ჩამოდით და შეხვდით ადამიანებს, სამოქალაქო პირებს, ბავშვებს, სამხედროებს, რომლებიც დაიღუპნენ. მოინახულეთ განადგურებული საავადმყოფოები, ეკლესიები, ჩამოდით და ვიმოქმედოთ გეგმით დავასრულოთ ომი. გაიგებთ ვისთან გაქვთ საქმე, გაიგებთ რა გააკეთა პუტინმა. ჩვენი ხალხი ყველაზე მაღალ საფასურს იხდის, არ არსებობს ამაზე უფრო დიდი საფასური, ჩვენ გავეცით ჩვენი მთელი ფული, რაც ფინანსური კუთხით გვაქვს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ჩვენი ადამიანების სიცოცხლე გავიღეთ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები