21 ივნისი 2026,   11:53
ვრცლად
მიანმარში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ცენტრალურ მიანმარში, კიდევ ერთი ძლიერ მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.0 მაგნიტუდა შეადგინა.

ქვეყნის მეტეოროლოგიისა და ჰიდროლოგიის დეპარტამენტის ცნობით, ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეზე, მანდალაის რეგიონში, ქალაქ ვუნდვინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობდა.

ცნობისთვის, 28 მარტს, მიანმარში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა ბოლო საუკუნის განმავლობაში. სტიქიის შედეგად დაიღუპა 3645 ადამიანი. განადგურდა სახლები და მაღალსართულიანი შენობები. მოსახლეობის დიდი ნაწილი საკვების, წყლის და თავშესაფრის გარეშე დარჩა.

დღის ამბები