20 აგვისტო 2026,   02:02
ვრცლად
"მთავრობის ჩართულობამ უზრუნველყო პროცესის დაჩქარება და გამოიკვეთა რეალური კონტურები მიწისქვეშა სამუშაოების აღდგენასთან დაკავშირებით" - პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე

"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის", სახელმწიფოსა და პროფკავშირებს შორის, რომელიც დასაქმებულთა ინტერესებს წარმოადგენს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მხარეები ჯერჯერობით შედეგს ელოდებიან. პროფკავშირებში აცხადებენ, რომ სამმხრივი მოლაპარაკების დაწყების შემდეგ, დაიდო კონკრეტული შედეგი, მხარეებისთვის მისაღები გადაწყვეტილებისთვის კი მუშაობა გაგრძელდება.

სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, მსგავსი ბიზნესის წარმოებას თან ახლავს უდიდესი სოციალური პასუხისმგებლობა, რაც კომპანიისთვის თავიდანვე ცხადი იყო.

პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ მთავრობის ჩართულობამ უზრუნველყო პროცესის დაჩქარება და გამოიკვეთა რეალური კონტურები მიწისქვეშა სამუშაოების აღდგენასთან დაკავშირებით:

"სამმხრივ ფორმატში მუშაობამ და მთავრობის ჩართულობამ უზრუნველყო დადებულიყო რეალური სურათი, რომ რთული ვითარებაა. გარდა იმისა, რომ 60%-ით უზრუნველყავით ხელფასები, რაც კომპანიას ჰქონდა სოციალური ვალდებულებები კოლექტიური ხელშეკრულებების თანახმად, ასევე სააღდგომო 60%-ს მიიღებენ დასაქმებულები, მათ შეუნარჩუნდათ დაზღვევა, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის კი გახლავთ ის, რომ მთავრობის ჩართულობამ უზრუნველყო პროცესის დაჩქარება და გამოიკვეთა რეალური კონტურები მიწისქვეშა სამუშაოების აღდგენასთან დაკავშირებით, თუმცა რა ფორმით, როდის და როგორ, ამას ის მუშაობა სჭირდება, რითაც დაკავებულია სამუშაო ჯგუფი. შედეგებს ჩვენ ძალიან მალე ვიხილავთ და იმედი მაქვს ეს შედეგები სასიკეთო იქნება,"- აცხადებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.

 

 

 

დღის ამბები