25 აგვისტო 2026,   16:10
ვრცლად
ვსვამ ტოლობის ნიშანს, იმიტომ, რომ ზუსტად ისეთივე მეთოდებით მოქმედებს დღეს Deep State-ი ევროპული ბიუროკრატიის და სტრუქტურების გამოყენებით, როგორც 36 წლის წინ მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბჭოთა "კაგებე" - პრემიერი

36 წლის წინაც მოქმედებდა გარე ძალა, სხვა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარე ძალა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მთავრობის მეთაურის თქმით, 9 აპრილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე გამოხმაურებები ცარიელი სპეკულაციებია.

"რეალურად, მე აქცენტი მქონდა პარალელზე, 36 წლის წინაც მოქმედებდა გარე ძალა, სხვა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარე ძალა. რაც შეეხება ტოლობის ნიშანს, ზუსტადაც რომ მე ვსვამ ტოლობის ნიშანს, იმიტომ, რომ ზუსტად ისეთივე მეთოდებით მოქმედებს დღეს Deep State-ი, ახლა უკვე არა ამერიკის, მაგრამ ევროპული ბიუროკრატიის, ევროპული სტრუქტურების გამოყენებით, როგორც თავის დროზე, 36 წლის წინ მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბჭოთა "კაგებე". მეთოდები არ შეცვლილა, საბჭოთა "კაგებეს" მეთოდებით მოქმედებს Deep State-ი

ჩვენ ვართ მთავრობა, ჩვენ ვართ შესაბამისად ყველას მთავრობა, ყველას ხელისუფლება და რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე უნდა ვიზრუნოთ, მათ შორის, იმ ადამიანებზეც, რომლებიც გარე დაკვეთით სიძულვილს ხელოვნურად თესავენ ჩვენს საზოგადოებაში. ისინიც უნდა შემოვაბრუნოთ ჩვენ სწორი მიმართულებით", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები