"ევროკომისია აღიარებს, რომ ევროკავშირის სახსრები, რომლებიც "კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ" მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კლიმატის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების დასაფინანსებლად იყო განკუთვნილი, ფარული გავლენის ოპერაციაში ევროპელი კონსერვატორების ხმის ჩასახშობად გამოიყენა" - ამის შესახებ X-ზე Visegrád 24 წერს, რომელსაც თავის მხრივ წყაროდ ავსტრიულ გამოცემა eXXpress-ს იყენებს.
როგორც ვრცელ მასალაშია აღნიშნული, საუბარია თანხებზე LIFE პროგრამიდან, რომლითაც გარემოსდაცვითი ინიციატივები უნდა დაფინანსებულიყო - პროგრამა 2014 წლიდან 9 მილიარდ ევროს მოიცავს. LIFE პროგრამა არის დაფინანსების ინსტრუმენტი, რომელიც მიმართულია გარემოსდაცვითი, ბუნების დაცვისა და კლიმატის სამოქმედო პროექტებზე, თუმცა ამ სახსრების გარკვეული ნაწილი, ავსტრიული გაზეთის "eXXpress"-ის ცნობით, წინასწარ განსაზღვრული პროგრამების ნაცვლად, კონსერვატიულ და ევროსკეპტიკურ ხმებზე თავდასხმისთვის გამოიყენებოდა - წერს Visegrád 24.
ამასთან დაკავშირებით ევროკომისია მოკლე განცხადებას ავრცელებს: "კომისია ადგენს, რომ აქტივისტი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სამუშაო პროგრამები (...) შეიცავდა არასათანადო ლობირებას".
შიდა დოკუმენტების მიხედვით, მიზნობრივი კამპანიები შემუშავებული იყო ევროკავშირის სააგენტოებსა და კლიმატის არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობით, მათ შორის, დაგეგმილი იყო, თუ რომელი კრიტიკოსები იქნებოდნენ სამიზნე.
"ჩვენ ამას ვხედავთ, როგორც აშკარა შეცდომას ევროკავშირის ცალკეული ოფიციალური პირების და ორგანიზაციების მხრიდან", - განუცხადა გამოცემა eXXpress-ს კონსერვატიული EPP ჯგუფის გარემოსდაცვითი პოლიტიკის სპიკერმა პიტერ ლიზემ (CDU/გერმანია) და დასძინა, რომ "ევროკავშირის სახსრების ბოროტად გამოყენება უნდა შეწყდეს".
ევროკომისიის განცხადებით, ცვლილებები უნდა შევიდეს LIFE პროგრამაში, რათა თავიდან იქნას აცილებული მომავალი ექსცესები.
ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ სუბსიდირებული ლობირების აკრძალვის სახელმძღვანელო უკვე შემოღებულ იქნა 2024 წლის შემოდგომაზე - თუმცა მხოლოდ ახლა ხდება ბოროტად გამოყენების საჯაროდ დადასტურება.
"არასამთავრობო ორგანიზაციების და NGO-ების მხოლოდ მესამედი, რომლებმაც LIFE პროგრამისგან თანხები მიიღეს, ღიად აცხადებს თავიანთი შემოსავლის შესახებ, ასევე როგორ იყენებენ თანხებს, რამაც გამოიწვია კრიტიკა გამჭვირვალობის ნაკლებობასთან დაკავშირებით", - წერს X-ზე Visegrád 24.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირის კლიმატის ყოფილმა კომისარმა ფრანს ტიმერმანსმა გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებთან საიდუმლო კონტრაქტები შექმნა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს კონტრაქტები მოიცავდა ლობირების დეტალურ გეგმებს, სადაც მითითებულია მიზნები და სამიზნეები. ეს ნიშნავს, რომ ევროკომისიამ უზრუნველყო არა მხოლოდ დაფინანსება, არამედ სტრატეგიული მიმართულებაც განსზაღვრა, თუ ვინ უნდა გამხდარიყო ის სამიზნე, რომელიც ევროკომისიის კლიმატური დღის წესრიგს პოლიტიკურად ეწინააღმდეგებოდა.
არასამთავრობო ორგანიზაციებს დაევალათ ფოკუსირება მოეხდინათ "მწვანე შეთანხმების" კრიტიკოსებზე, როგორებიც არიან კონსერვატიული ევროპარლამენტარები, ეროვნული პოლიტიკოსები ან პარტიები (მაგალითად ავსტრიის FPÖ და ÖVP პარტიები სავარაუდოდ სამიზნეებს შორის არიან), რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ მკაცრ კლიმატის რეგულაციას.
მაგალითად, ევროპული გარემოს ბიურო (EEB), მთავარი არასამთავრობო ქსელი, ბრალდებულია იმაში, რომ მას დაევალა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა იმ დეპუტატების მიზანში ამოღებით, რომლებიც გარემოს დაცვის ამბიციურ კანონებს, როგორიცაა ბუნების აღდგენის კანონი (Renaturierungsgesetz), ეწინააღმდეგებოდნენ.
ფაქტობრივად, თითქმის ყველა სამიზნე კონსერვატორია, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილნი ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ. LIFE პროგრამის სახსრები, ყოველწლიურად დაახლოებით 15.5 მილიონი ევრო, ეგზავნებოდა NGO-ებს, რომელიც ამ კოორდინაციის განსახორციელებლად გამოიყენებოდა.
"როგორც ჩანს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ბევრი NGO-ის დაფინანსებას თან ახლდა პირობები: NGO-ებს უნდა დაემთხვიათ თავიანთი კამპანიები კომისიის პოლიტიკურ მიზნებთან, მათ შორის, ოპონენტების "ნეიტრალიზება" იმ გზით, რომ ეწარმოებინათ ჩრდილოვანი ლობირება, შეექმნათ საზოგადოებრივი აზრის შემობრუნების კამპანიები და ზეწოლა მოეხდინათ გადაწყვეტილებების მიმღებებზე "მწვანე შეთანხმების" კრიტიკოსების წინააღმდეგ.
ეს მოიცავდა ისეთი ნარატივების გავრცელებასაც, რომლებიც ოპონენტებს ანტიგარემოს ან ანტიპროგრესულ ძალებად წარმოაჩენდა, რითაც ეფექტურად ხდებოდა მათი გავლენის გვერდის ავლა.
გავრცელებული ინფორმაციით, EEB-ს, მაგალითად, ევალებოდა წარედგინა "მინიმუმ 16 მაგალითი" იმისა, როგორ ამკაცრებდა მათი ლობირება ევროკავშირის კანონებს, რაც მოიცავდა ძალისხმევას კონსერვატიული კანონმდებლების წინააღმდეგობის დასაძლევად.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა მედია პარტნიორობის ბერკეტის გამოყენებისა და საზოგადოებრივი კამპანიების მეშვეობით გააძლიერეს შეტევები. კრიტიკოსებისთვის კლიმატური ქმედებების მიმართ დამაბრკოლებლების იარლიყის მიკერებით, მათი პოლიტიკურად დისკრედიტაცია განიზრახეს.
სამუშაოს აუთსორსინგი გაუწია ევროკომისიამ და მსხვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, როგორიცაა EEB, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ პრიორიტეტების დასახვაზე, რაც შემდეგ მცირე ჯგუფებმა შეასრულეს.
ევროპარლამენტის სამი უმსხვილესი კონსერვატიული ჯგუფი – EPP, ECR და PfE მოუწოდებენ უკან დაიხიონ ევროკომისიის დაფინანსების პრაქტიკის წინააღმდეგ.
2025 წლის დასაწყისში EPP-ის ევროპარლამენტარები, ECR-სა და PfE-ის წევრებთან ერთად, დაახლოებით 30 გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, ყოველწლიური €15.6 მილიონიანი LIFE დაფინანსების გაყინვით იმუქრებოდნენ.
ევროპარლამენტარებმა მოითხოვეს ანგარიშვალდებულება და განაცხადეს, რომ კომისიის გარემოსდაცვითმა გენერალურმა დირექტორატმა (DG ENV), ფარულად გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაციებს თანხები, იმისათვის, რომ ლობირება გაეწიათ, გაემკაცრებინათ კლიმატის პოლიტიკა და ამით შეარყია ევროპარლამენტისა და ეროვნული პარლამენტების საკანონმდებლო დამოუკიდებლობა.
EPP წარმომადგენლები, როგორიცაა მონიკა ჰოლმაიერი, პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე, აკრიტიკებდნენ კომისიას, რასაც მან უწოდა "სკანდალური ცალმხრივი მეთოდები" და დაჟინებით მოითხოვდა წლების წინ "ბოროტად გამოყენებული" თანხების დაბრუნებას.
EPP-ს დეპუტატის @TomasZdechovsky-ის თქმით, არსებობს მამხილებელი მტკიცებულებები "საიდუმლო კონტრაქტების" შესახებ, რომლებიც მართავს არასამთავრობო ორგანიზაციებს ევროპარლამენტარების ლობირებისკენ", - წერს Visegrád 24.