"საზოგადოების თვალწინ გადაიშალა მთელი ის საშინელება, რომელშიც ჩვენს მოსახლეობას უწევდა ცხოვრება 2012 წლამდე", - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" არ უნდა იყოს ქართულ პოლიტიკურ არეალზე.
"საზოგადოების თვალწინ გადაიშალა მთელი ის საშინელება, რომელშიც ჩვენს მოსახლეობას უწევდა ცხოვრება 2012 წლამდე მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყო "ნაციონალური მოძრაობა", მიხეილ სააკაშვილის სადისტური რეჟიმი. როგორ ეპყრობოდა საკუთარ მოქალაქეებს, როგორ აწამებდა, ხოცავდა ახალგაზრდებს ქუჩაში, როგორ ართმევდა ბიზნესს შესაბამის პირებს. 2008 წლის უდიდესი ტრაგედია გადაიშალა თვალწინ და ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ ერთხელ, აქტუალური გახდა ის საკითხი, რომ ეს რადიკალური ე.წ. პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც სინამდვილეში დანაშაულებრივ სინდიკატებს წარმოადგენს, არ უნდა აიყოს ქართულ პოლიტიკურ არეალზე", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.