31 აგვისტო 2026,   20:09
ვრცლად
მკაფიოდ უნდა აუხსნან ჩვენს საზოგადოებას, რისთვის არის ეს გრანტი გამოყოფილი, ვინ იხეირებს ამ გრანტიდან  -  ნიკოლოზ სამხარაძე ბრიტანული გრანტის შესახებ

სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ ბრიტანული გრანტი მესამე სექტორისთვის, USAID-ის ალტერნატივაა და მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობაა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, როდესაც გარე აქტორი გამოყოფს თანხებს საქართველოს პოლიტიკური პროცესებისთვის, მან კარგად უნდა დაასაბუთოს თუ რისთვის არის ეს თანხა გამოყოფილი.

"როდესაც ნებისმიერი სხვა გარე აქტორი გამოყოფს გრანტს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში რაიმე ტიპის მონაწილეობისთვის, მან ძალიან მკაფიოდ უნდა აუხსნას ჩვენს საზოგადოებას, რისთვის არის ეს გრანტი გამოყოფილი, ვინ იხეირებს ამ გრანტიდან და რა დადებითი შედეგი ექნება ამ გრანტის დახარჯვას საქართველოს მოსახლეობისთვის", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

დღის ამბები