25 აგვისტო 2026,   16:53
ვრცლად
თვითმმართველობის არჩევნები და განსხვავებული პოზიციები ოპოზიციაში - ჯერ ისევ უცნობია, რომელი პოლიტიკური სუბიექტი დახვდება ამომრჩეველს 4 ოქტომბერს საარჩევნო ბიულეტენზე

თვითმმართველობის არჩევნები და განსხვავებული პოზიციები ოპოზიციაში - "ლელოს" ლიდერისგან პარტიებმა გაფრთხილება სოციალური ქსელით მიიღეს. მამუკა ხაზარაძე დღის წესრიგში ადგილობრივი არჩევნების დაყენებას, პოზიციების დათმობად და მარცხის აღიარებად მიიჩნევს. "ლელოს" ეთანხმება "ნაციონალური მოძრაობა."

გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ სხვა ოპოზიციური პარტიები. "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს მათთვის გარემოებები გადაწყვეტს და არა შეთანხმებები. გახარიას გუნდი კი ჯერჯერობით მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს.

ოპოზიციის პოზიცია და განსხვავებული პასუხები მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ მათი ოპონენტები გარე ძალებისგან იმართებიან და გადაწყვეტილების მისაღებად, დირექტივებს ელოდებიან.

64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებელ გამარჯვებაში დარწმუნებულია მთავრობის მეთაური. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში, კიდევ ერთი, მძიმე მარცხისთვის არის განწირული.

მაშინ, როცა მმართველი გუნდი მორიგ გამარჯვებას აანონსებს, ოპოზიციის რიგებში თვითმმართველობის არჩევნები ახალი წყალგამყოფი აღმოჩნდა. ჯერ ისევ უცნობია, რომელი პოლიტიკური სუბიექტი დახვდება ამომრჩეველს 4 ოქტომბერს საარჩევნო ბიულეტენზე.

დღის ამბები