22 აგვისტო 2026,   17:11
ვრცლად
"მთავარი მიზეზი, რატომაც არ მიდიან პარლამენტში, საგამოძიებო კომისიაში, არის ის, რომ მათ არ აქვთ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც აუცილებლად დაისმება" - ირაკლი კობახიძე

"მთავარი მიზეზი, რატომაც არ მიდიან პარლამენტში, საგამოძიებო კომისიაში, არის ის რომ მათ არ აქვთ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც აუცილებლად დაისმება საგამოძიებო კომისიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საუბრობს.

პრემიერ მინისტრი ბადრი ჯაფარიძის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას ეხმაურება.

"ამ ადამიანებს არაფერი აქვთ სათქმელი. თქვენ იცით, რომ ისინი საკმაოდ მძიმე ქმედებებში არიან ეჭვმიტანილი. განსაკუთრებით წინა ხელისუფლების პირობებში. თუმცა, არა მარტო მაშინ, დღესაც ხედავთ, რომ ისინი არიან მთლიანად ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით დაკავებული. მთავარი მიზეზი, რატომაც არ მიდიან ისინი საგამოძიებო კომისიაში, არის ის რომ მათ არ აქვთ პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც აუცილებლად დაისმება საგამოძიებო კომისიაში," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები