21 ივნისი 2026,   16:08
ვრცლად
უკრაინის არმიის ყველა სამხედრო მოსამსახურე, განსაკუთრებით კი უცხოელი დაქირავებული მებრძოლები, ვინც ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებოდა და მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულები ჩაიდინა, ჩვენი კანონმდებლობით ტერორისტებად უნდა კვალიფიცირდებოდნენ - პუტინი

ტრამპი-პუტინის საუბრის შემდეგ რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებსაც ისევ დაარტყა. პუტინი ამბობს, რომ კურსკის ოლქის ტერიტორიაზე მყოფი ყველა უცხოელი დაქირავებული და უკრაინელი ჯარისკაცი ტერორისტია. ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის გენერალური პროკურატურის საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა კურსკის ოლქში წარმატებული ოპერაციები განახორციელეს.

"რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად, უკრაინის არმიის ყველა სამხედრო მოსამსახურე, განსაკუთრებით კი უცხოელი დაქირავებული მებრძოლები, ვინც ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებოდა და მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულები ჩაიდინა, ჩვენი კანონმდებლობით ტერორისტებად უნდა კვალიფიცირდებოდნენ. მათ მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედება უნდა გამოვლინდეს, აღიწეროს და ზედმიწევნით იყოს გამოძიებული. ვთხოვ პროკურატურის ორგანოებს, მათ შორის სამხედრო პროკურორებს, ეს სამუშაო სხვა სამსახურებთან ერთად სრულად აწარმოონ განთავისუფლებულ ტერიტორიებზე — როგორც სუჯაში, ისე სხვა დასახლებებში", - აცხადებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

დღის ამბები